Twitter-ზე წერენ, რომ დიორმა შესაძლოა ბელა ჰადიდთან კონტრაქტი პალესტინის მხარდაჭერის გამო გააუქმოს

Twitter-ზე წერენ, რომ დიორმა შესაძლოა ბელა ჰადიდთან კონტრაქტი პალესტინის მხარდაჭერის გამო გააუქმოს

ბელა ჰადიდი პალესტინური წარმოშობის მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდისა და ჰოლანდიელი მოდელის იოლანდა ფოსტერის ქალიშვილია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი 2016 წელს Dior-ის ამბასადორი გახდა, რის შემდეგაც ბრენდის არაერთ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

ბელა ჰადიდს საზოგადოება არამხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ სოციალური აქტივობებითაც იცნობს.

24 წლის ვარსკვლავი ფიქრობს, რომ სოციალური ქსელის დანიშნულება არამხოლოდ საკუთარი საქმიანობისა და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მოდელი ხშირად ეხმაურება მსოფლიოში განვითარებულ მწვავე მოვლენებს და საკუთარ აზრს ყოველთვის საჯაროდ გამოხატავს.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამჯერად პალესტინის მხარდასაჭერი აქცია მოექცა, რომელსაც თავად ბელაც შეუერთდა. თვითერის მომხმარებლები (ჯერჯერობით ყველანაირი ფაქტისა და მოწმობის გარეშე) აღნიშნავენ, რომ Dior-მა შესაძლოა აქციების მხარდაჭერის გამო მასთან კონტრაქტი შეწყვიტოს.

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში Diet Prada-ც გამოეხმაურა. ინფორმაციის ავთენტურობას ოფიციალურად ჯერ არც ბრენდი და არც თავად მოდელი არ ადასტურებს.