მიხეილ სარჯველაძე:  ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით შესაძლებელი გახდა, მედიაცია წარმატებით დასრულებულიყო, აშშ საქართველოს აღიქვამს, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში

მიხეილ სარჯველაძე:  ჩვენი ხელისუფლების ჩართულობით შესაძლებელი გახდა, მედიაცია წარმატებით დასრულებულიყო, აშშ საქართველოს აღიქვამს, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით,  საქართველოს ხელშეწყობითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და მის ხელისუფლებას აღიქვამს, როგორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამ რეგიონში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს და მის ხელისუფლებას აღიქვამს, როგორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამ რეგიონში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენი ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების პირადი ჩართულობით შესაძლებელი გახდა, რომ მედიაცია წარმატებით დასრულებულიყო. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დაფასებას საჭიროებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.