ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა k-pop-ის მუსიკალურ ჟანრს ავთვისებიანი სიმსივნე უწოდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ეს „სიმსივნე ახალგაზრდა ჩრდილოკორეელების ტანსაცმელს, ვარცხნილობებს, საუბარსა და ქცევას რყვნის“.
გამოცემის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი და სახელმწიფო მედიასაშუალებები ყოველდღიურად აკრიტიკებენ სამხრეთკორეულ ფილმებს და k-pop-შემსრულებლებს.