ამერიკელი მაიკლ პეკარდი ამბობს, რომ ყვინთვის დროს თავს კუზა ვეშაპი დაესხა. კაცის თქმით, ძუძუმწოვარი მის გადაყლაპვას ცდილობდა და ცხოველის პირში 30-40 წამი გაატარა, - ამის შესახებ BBC წერს.
„ვფიქრობდი, ღმერთო, მე ვეშაპის პირში ვარ და ის ჩემს გადაყლაპვას ცდილობს. ეს დასასრულია, მე მოვკვდები“, - ამბობს კაცი.
40 წლის მყვინთავის თქმით, საბოლოოდ, ვეშაპმა ის გადმოაფურთხა. შემთხვევისას, კაცს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და მხოლოდ მუხლი აქვს ნაღრძობი.