ჯორჯიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჯორჯიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 21:00 საათზე პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე კვარტალში მოხდა. ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაჭრილებს შორის არიან 2 და 13 წლის ბავშვები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, სროლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.