კონდოლიზა რაისი: ნატომ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს

კონდოლიზა რაისი: ნატომ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მიიღონ.

„მათთვის, ვინც ბუქარესტის სამიტში მონაწილეობდა, ყველაფერი ძალაში რჩება. ნატომ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციამ, უკრაინა და საქართველო თავის რიგებში უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს MAP-ის მინიჭებას“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა უსაფრთხოების საკითხებზე კიევის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.