Bloomberg: ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს

Bloomberg: ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი ბელარუსში 71 პირსა და 7 ორგანიზაციას სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი სანქციებს მოსამართლეებს, დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს დაუწესებს.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.