ლოს-ანჯელესში 79 წლის მონაზონმა ქალმა აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში კათოლიკური სკოლიდან, სადაც დირექტორად მუშაობდა, 835 ათასი დოლარი მოიპარა და კაზინოში დახარჯა. ამის შესახებ NBC News-ი წერს.
ახლა მერი მარგარეტ კრეპერი პენსიაზეა, მანამდე კი სენტ-ჯეიმსის სახელობის კათოლიკურ სკოლას 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მერი კრეპერი სკოლის ფინანსებსა და ანგარიშებს აკონტროლებდა, ჰქონდა წვდომა შემოწირულობებზე, პერსონალის ჰონორარებსა და სწავლის საფასურზე.
მერი მარგარეტ კრეპერს ელექტრონულ თაღლითობაში ადანაშაულებენ. 79 წლის ქალს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.