ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა გარდაიცვალა, რომელიც 1973 წელს გადაღებულ ცნობილ ფილმში „სამი კაკალი კონკიასათვის“ მთავარ როლს ასრულებს. ამის შესახებ CNN Prima News-ი მის შვილზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, შაფრანკოვა 2014 წლიდან ფილტვების კიბოს ებრძოდა, თუმცა მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება. მსახიობი 68 წლის იყო.