გელა მამუკაშვილი: წამოცდენილ,

გელა მამუკაშვილი: წამოცდენილ, "გაქცეულ" სიტყვას, ორპირო ადამიანო, წელიწადნახევრის შემდეგ არ ასწორებენ

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"დაგასრულებთო, შემოუძახა, ჩვენი გულები საბოლოოდ მოინადირა და პლაცდარმიც მარჯვედ გაიმზადა.  "დასრულების" გზაზე ყველაფერზე თვალს ვხუჭავდით, ვუტარებდით, გამართლებას ვუძებნიდით, ველოდით. მეტიც, გულმხურვალედ ვიცავდით სწორედ მათი შემოსევებისგან, ვისაც დასრულებას დაპირდა.                                               

ვაღიარებ, მართლაც მაგარი ყოფილა. ყველაფერი მზაკვრულად გათვალა. ჩაგდებული სიტყვა ხალხის გულებს სალბუნად მოეფინა და პოპულარობის ზენიტში ატყორცნა.                                                             პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გახმოვანებული ერთი დაპირებით..."დაგასრულებთ", დროებით ხელ-ფეხი შეუკრა ბატონ ბიძინას და გუნდის სხვა ერთგულ წევრებს. ერთგვარ ფარად კი ჩვენ, რიგითები გამოგვიყენა, რათა კვირიკაშვილის ბედი არ გაეზიარებინა...

როგორია, კაცი ნაცების დასრულების ეკლიან გზაზე შემდგარა და ამ დროს თანამდებობას ატოვებინებენ?! დარწმუნებული ვარ, იმ დროს რომ გაეშვათ, გვეტყოდა, ნაცების დასრულება არ მაცადა ბიძინამ, კოჰაბიტაციის გაგრძელება დამიკვეთა და რომ არ შევასრულე, მაგის გამო მომკვეთაო.  გაითვალისწინა კვირიკაშვილის შეცდომები, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი კლანის ფორმირება და რამაც პოლიტიკაში იძულებით დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს საშუალება მისცა, ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერისთვის ყველანაირი გართულების გარეშე, უპრობლემოდ ჩამოერთმია სადავეები და პოლიტიკურად გაენულებინა.                                                 

გახარია კვირიკაშვილზე გაცილებით წინდახედული აღმოჩნდა. კორუფციის და ნეპოტიზმის მორევში ჩათრეული მის მიერვე ფორმირებული კლანი ბოლომდე  "ერთგული" იქნება, მათ ხომ ხელშეუხებლობა სჭირდებათ, საქართველოში კი პოლიტიკოსობა ლამის უნივერსალურ იმუნიტეტად ითვლება. ამ "უნივერსალური იმუნიტეტის" დამკვიდრებაზეც მარჯვედ იმუშავა იანუსმა, ნიკანორ მელიას გარშემო მიმდინარე პერიპეტიები და გიორგი გახარიას პერსონალური როლი უპირატესად სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა. გადადგომა კი, შერჩეული დროისა და გაჟღერებული მიზეზის გათვალისწინებით, მზაკვრული გეგმის დამაგვირგვნებელი სტადია იყო.    

წამომცდა, წამოვისროლე, მხოლოდ სიტყვის მასალად დამჭირდა ნაცების მიმართ დასრულების დაქადნებაო, ინგა-ირმა გრიგოლიასთან სტუმრობისას გაგვანდო ნიღაბჩამოხსნილმა იანუსმა.         

წამოცდენილ, "გაქცეულ" სიტყვას, ორპირო ადამიანო, წელიწადნახევრის შემდეგ არ ასწორებენ. ამჯერად კი მართლა წამოგცდა, რადგან ამით მხოლოდ ის უტყუარი ფაქტი აღიარე, რაც ისედაც ვიცოდით და რითაც მთელი ამ ხნის განმავლობაში უტიფრად გვატყუებდი".

mamago ვინ შემოგვიცურა ხომ გახსოვთ?!
2 წლის უკან
Ninja ეეჰ, მართალს ბრძანებთ, ბატონო გელა!
2 წლის უკან