ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში გაიმართება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„16 ივნისს ლეგენდარული ვილა „ლა გრანჟი“ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლებს. შვეიცარია მადლობას უხდის ორ ქვეყანას ჟენევის არჩევით გამოხატული ნდობისთვის“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში.