ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუკი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: თუკი "ოცნებამ" პატიოსნად აიღო ის ხმები, რაც დაიწერა, მაშინ როგორ გამოდის შედეგები არალეგიტიმური?

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გიორგი გახარიას ვუყურე გუშინ ინგა გრიგოლიასთან, რომლის გამოსვლაც, რბილად რომ ვთქვა, ძალზედ სუსტი იყო და გამიცრუვდა მასზე შთაბეჭდილება, ამ მთელი გამოსვლის ულოგიკობის და ბევრ ტყუილის გამო.

არ მცალია დღეს დიდი ხანი, მისი გამოსვლის ვრცელი ანალიზი რომ ვაკეთო, მაგრამ ერთ ამონარიდს გავიხსენებ მისი საუბრიდან: "ქართულმა ოცნებამ": პატიოსნად აიღო არჩევნებში 48 პროცენტი მაგრამ მათ ხელისუფლებაში ყოფნას აქვს ლეგიტიმურობის პრობლემაო.

"ქართული ოცნება" მავანს შეიძლება მოსწონდეს ან არ მოსწოდნეს, ან სჯეროდეს ან არ სჯეროდეს გაყალბების, მაგრამ საუბარი ამ შემთხვევაში მაქვს გახარიას აბსოლუტურად ალოგიკურ მსჯელობაზე. თუკი "ოცნებამ" პატიოსნად აიღო ის ხმები, რაც დაიწერა, მაშინ როგორ გამოდის შედეგები არალეგიტიმური?

მისივე აზრით, არალეგიტიმურია პარლამენტი, იმიტომ რომ ამაზე "მთელი ოპოზიცია" საუბრობს, ანუ საუბრობს ამაზე "ფანჩატური".

თვითონ იყო ამ სიის პირველი ნომერი, ეწეოდა საარჩევნო კამპანიას და თვითონვე ამბობს, რომ მისმა ყოფილმა პარტიამ პატიოსნად აიღო ეს პროცენტები, მაგრამ ამ "შედეგის დაცვა ვერ შეძლო", ამიტომ პარლამენტი არალეგიტიმურია.

ანუ, ადამიანი რომ სცემონ და თავის დაცვა ვერ შეძლოს, ამ ლოგიკით, შეიძლება დამნაშავედ ცნონ?

ამიხსენით მისი ლოგიკა“?