თამარ ტალიაშვილი:  ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ

თამარ ტალიაშვილი:  ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ

„თუ თქვენ ამბობთ რომ ნიკანორ მელიას არ სჭირდება ამნისტია, „ქართული ოცნების“ წევრებს ისედაც არ სჭირდება - ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ“ - განაცხადა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა. 

მისი თქმით, ისინი  ამ პოზიციით პრაქტიკულად აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან  შარლ მიშელის შეთანხმებას.

„რასაც ოპონენტებისგან ვისმენთ, ეს არ არის მოსაზრებები ამნისტიაზე, ისინი ამ პოზიციებით პრაქტიკულად აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან  შარლ მიშელის შეთანხმებას და იმ სულისკვეთებას რომელიც გამჟღავნდა შეთანხმებაში. ჩვენ აქ მოვისმინეთ სიტყვები, ისტორიის წაკითხვა და სხვა ინტერპრეტაციები.  შარლ მიშელის შეთანხმების მიზანი კი იყო სწორედ ამასთან დაკავშირებით პოლარიზაციის ხარისხის დაწევა ქვეყანაში, გარკვეული სახალხო თანხმობა, ფურცლის გადაშლა და წინ სვლა ევროპისაკენ. სწორედ ამ სულისკვეთებას არ ეთანხმებიან ოპონენტები.  თუ თქვენ ამბობთ რომ ნიკანორ მელიას არ სჭირდება ამნისტია, „ქართული ოცნების“  წევრებს ისედაც არ სჭირდება - ამნისტია საჭიროა საზოგადოებისთვის, რომ ვიაროთ წინ“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
2 წლის უკან