მამუკა მდინარაძე:  20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო  შტურმი,  აქ ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით

მამუკა მდინარაძე:  20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო  შტურმი,  აქ ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით

ხომ არ  დაგავიწყდათ, რომ 20 ივნისს მარტო გარეთ კი არ იყო  შტურმი და პოლიციელების ორსაათიანი  დედის გინება, თავში ფარების ჩარტყმა და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვა,  აქ, წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულლ სხდომაზე.

მდინარაძემ ნაცმოძრაობის მიერ ოპონენტების გაშავების მეთოდებზეც ისაუბრა.

„უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე, ვერაფერი რომ ვერ უპოვნეთ, ამბობთ ეს ჩვენიანი იყოო. ნაცების მხარდამჭერი იყოო და ამით აშავებთ. ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი. მათ შორის  2003 წელს მათ შორის. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. მსგავსი არ მიკადრებია, ჩემი თავისთვის. ტყუილი, რომ თქვენი საფირმო ნიშანია  გასაგებია და ტყუილზე აგებულ ნარატივს, რომ სთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით, თქვენ, ხალხო ხომ არ  დაგავიწყდათ, რომ გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და ორ საათიანი დედის გინება პოლიციელების და თავში ჩარტყმები ფარების და პოლიციელების, ცოცხალი ადამიანების მოპარვები. აქ, ამ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები, ზოგიერთი თქვენგანი და ელოდებოდნენ როდის შემოვარდებოდნენ ისინი შტურმით“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
2 წლის უკან