ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

ბრუკ შილდსის ქალიშვილი გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბით მივიდა

ყველა დედისთვის განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ქალიშვილები მათი სამოსით იმშვენებენ თავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე საკულტო და მოგონებებით სავსე ისტორიებს ეხება, როგორიცაა მაგალითად, 56 წლის ამერიკელი მოდელისა და მსახიობის  – ბრუკ შილდსის შემთხვევაც.

როგორც მის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, მისმა უფროსმა ქალიშვილმა – ფრენსისმა სკოლის გამოსაშვებ საღამოზე დედის საკულტო კაბა მოირგო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კაბა, შილდსმა 1998 წელს გამართული Golden Globe-ის დაჯილდოებაზე მოირგო.