ჟურნალის The Economist ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების 2021 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის პირველ ადგილზე ავსტრალიის ქალაქი ოკლენდია. გასული წლების ლიდერმა - ავსტრიის დედაქალაქმა ვენამ მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. ევროპის ის ქალაქები, რომლებიც ტრადიციულად რეიტინგის მოწინავე პოზიციებს იკავებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო შედარებით დაბალ ადგილებზე განთავსდნენ.
ამავე მიზეზით, პირველ ათეულში 8 ადგილი ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და იაპონიის ქალაქებმა დაიკავეს, სადაც შეზღუდვები პრაქტიკულად მინიმალურია. ათეულში მხოლოდ ორი ევროპული ქალაქი - ციურიხი და ჟენევა მოხვდნენ (მე-7 და მე-8 ადგილზე).
Economist-ის სპეციალისტები 140 ქალაქს აფასებენ. რეიტინგში ბოლო ადგილი კვლავ სირიის დედაქალაქმა დამასკმა დაიკავა.
ჩვენს დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობა უკვე ჯოჯოხეთურია. წარმოდგენაც არ მინდა, რა იქნება, ვთქვათ, 5 წლის შემდეგ!..
ამას აქვს 2 ძირითადი მიზეზი: ცუდი ქალაქგეგმარება და ცუდად ორგანიზებული სატრანსპორტო მოძრაობა.
პირველის შესახებ: ტრიალ მინდორში დაპროექტებულ (მაგ. დიღომი-7 ) და სრულიად დაუსახლებელ ადგილზე, (როგორიც იყო ნუცუბიძის პლატო) გაშენებულ უბნებშიც კი ორი მანქანა ძლივს უქცევს გვერდს ერთმანეთს!.. არავის უფიქრია იმაზე, რომ ამ კორპუსებში მცხოვრებთ ავტომანქანები ეყოლებოდათ და ამ მანქანებს არა მხოლოდ გასავლელი, არამედ დასაყენებელი ადგილებიც დასჭირდებოდათ!
აქედან - ავტომობილებით პირწმინდად ოკუპირებული ტროტუარები და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეყრილი ქვეითები!
მეორე: სრულიად გაუგებარია, რა სიბრძნე, რომელი მეგაპოლისების გამოცდილება ჩადეს უცხოეთიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა, რომელთაც მოახერხეს, რომ მუდმივად გადაჭედილი იყოს თბილისის ქუჩები? (გარწმუნებთ, ეს არ არის მხოლოდ მანქანების სიმრავლით გამოწვეული! ეს ცუდად ორგანიზებული მოძრაობის ბრალიც არის, მაგრამ შორს წაგვიყვანდა კონკრეტული მაგალითების მოყვანა!).