დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებით და პატივისცემით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ის და ვახტანგ მეგრელიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დალაპარაკებას გეგმავენ.
„დიდი ხანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში ველოდებით რუდუნებით და პატივისცემით. დღესაც ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანურად და მოვისმინოთ, რა გეგმები აქვთ, როგორ უყურებენ სამომავლო გზას საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე, არანაირ სიურპრიზებს და გაუგებარი რაღაცების მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.