იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

იენს სტოლტენბერგი ჯო ბაიდენს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართა.

როგორც ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, სტოლტენბერგი ბაიდენს 14 ივნისს დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების განსახილველად შეხვდა.

სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტს მისი ლიდერობისთვის და ნატოსადმი ძლიერი ვალდებულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ნატო-2030-ის დღის წესრიგის შესასრულებლად თავდაცვაში ინვესტიციების გაგრძელების საჭიროებას.