დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმაზე სწრაფად დავიბრუნებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმაზე სწრაფად დავიბრუნებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ თეთრ სახლს იმაზე სწრაფად დაიბრუნებენ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

„მადლობა მხარდაჭერისთვის, სიყვარულისა და პატივისცემისთვის! „რესპუბლიკური პარტია“ ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერნი გავხდებით. ვაპირებთ სენატის, წარმომადგენელთა პალატისა და თეთრი სახლის უკან დაბრუნებას. ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს მართლაც რაღაც განსაკუთრებული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში.