ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ არ დავაყოვნებ პასუხს რუსეთის მომავალ მავნე ქმედებებზე

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ არ დავაყოვნებ პასუხს რუსეთის მომავალ მავნე ქმედებებზე

აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად დგას რუსეთის წინააღმდეგ, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს რუსეთის მხრიდან ევროპის უსაფრთხოებისთვის არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით. აშშ მტკიცედ დაიცავს დემოკრატიულ ფასეულობებს, რომელთა გამიჯვნა შეუძლებელია ჩვენი ინტერესებისგან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს კონფლიქტი.

„ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, რათა ვითანამშრომლოთ რუსეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა და შეიარაღებაზე კონტროლი“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ არ დააყოვნებს პასუხს რუსეთის მომავალ მავნე ქმედებებზე.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.