ზელენსკი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს

ზელენსკი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს

უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში.

„ვფიქრობ, თუ ნატოში მიგვიღებენ, თუ ალიანსში ჩვენი ხილვა ნამდვილად სურთ, მაშინ ბინოკლში, რაღაც შორეულ მომავალში ყურებას აზრი არ აქვს. ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს. ჩვენ საფრთხეში ახლა ვიმყოფებით, ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ ახლა არის და დახმარებაც ახლა გვჭირდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) ნამდვილი სიგნალი იქნება.

„ეს წევრობა არ არის, თუმცა ეს უკრაინის როგორც ახლო მომავალში ნატოს ნაწილის რეალური განხილვაა. დროთა განმავლობაში უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, თუმცა უამრავ უკრაინელს ამის ისე მტკიცედ აღარ სჯერა, როგორც ადრე სჯეროდა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.