პერუში საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის შვილი იმარჯვებს

პერუში საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის შვილი იმარჯვებს

პერუში პარტია „სახალხო ძალის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუხიმორის შვილი, კეიკო ფუხიმორი საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს.

პერუს საარჩევნო პროცესების ეროვნული ოფისის მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 77%-ის დათვლის შემდეგ, კეიკო ფუხიმორის ამომრჩეველთა ხმების 51.9% აქვს, ხოლო მის მოწინააღმდეგეს, პარტია „თავისუფალი პერუს“ ლიდერს, პედრო კასტილიოს - 48.057%.