ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმადოვარი, ახალი კორონავრუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კინოს დაუბრუნდა. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულმა პირველმა კადრებმა მსოფლიო პრესა მოიცვა.
„ერთნაირი დედები“ - ასე ერქმევა კინორეჟისორის ახალ ფილმს, რომლის სიუჟეტიც სამი ქალის შესახებ მოგვითხრობს. ალამდოვარმა როლები მისი შემოქმედების შეუცვლელ მუზებს პენელოპა კრუსს, ხულიეტა სერანოსა და როსი დე პალმას ანდო.