კიმ ჩენ ინი ბოლო თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

კიმ ჩენ ინი ბოლო თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბოლო თვის განმავლობაში საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ კორეის ცენტრალურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით Associated Press-ი წერს.

კიმ ჩენ ინი თავმჯდომარეობდა კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს პირველ სხდომაზე და მიიღო გადაწყვეტილება პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმის ივნისის პირველ დეკადაში ჩატარების შესახებ.

პოლიტბიუროს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ეკონომიკის გადარჩენის გზების მოძიებისთვის უფრო ფართო პოლიტიკური მსჯელობაა საჭირო. მისივე თქმით, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესრულებული, რაც შეუძლებელი იქნებოდა „პარტიისა და ხალხის მიერ გამოვლენილი იდეოლოგიური ენთუზიაზმისა და საბრძოლო სულისკვეთების გარეშე“.

კიმ ჩენ ინის საჯარო საქმიანობის შესახებ წინა ინფორმაცია 6 ივნისს გავრცელდა.

 

 

Adriano თქვენ გჭირდებათ დაფინანსება თქვენი სახლისთვის, თქვენი ბიზნესისთვის, მანქანების შესაძენად, მოტოციკლების შეძენისთვის, საკუთარი ბიზნესის შესაქმნელად, თქვენი პირადი საჭიროებებისათვის, მეტი ეჭვი. მე ვაძლევ პირად სესხებს 5,000 ევროდან 50 000 000 ევრომდე, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 3%, თანხის მიუხედავად. თქვენს საკრედიტო განაცხადებში მიუთითეთ სასურველი თანხა და დაფარვის ვადა. adrianolopez1968@gmail.com
2 წლის უკან