ბედნიერი მშობლები: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად გამოჩნდნენ

ბედნიერი მშობლები: ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი კვლავ ერთად გამოჩნდნენ

2 მაისს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რუსი მოდელი 35 წლის ირინა შეიკი პაპარაცებმა ქალიშვილთან, 3 წლის პატარა ლეასთან გასულ დღეს ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ვარსკვლავურმა დედა-შვილმა მაშინვე მიიქცია ფოტოგრაფების ყურადღება.

თუმცაღა, როგორც ახლახანს გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, დედა-შვილს მალევე მამიკოც შეუერთდა, რომელმაც გოგონა გაახალისა და მისი აქსესუარითაც დაიმშვენა თავი.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს გასულ წელს დაშორდა, თუმცაღა არაჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებს და გოგონასაც ერთად ზრდის.