ლეონარდო დიკაპრიო მალიბუში დედ-მამასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს

ლეონარდო დიკაპრიო მალიბუში დედ-მამასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო საზოგადოებისთვის ცნობილი ფენომენარული როლებით, ორიგინალური შესრულებითა და გამორჩეული გარეგნობით გახდა, თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად არა კარიერული საქმიანობით, არამედ პირადი ცხოვრების გახმაურებული დეტალების გამო ხვდება.

ამჯერად შემსრულებელს კარიერული საქმიანობიდან პაუზა აქვს აღებული და პირად ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ის 2017 წლიდან მოყოლებული 23 წლის ამერიკელ მოდელსა და მსახიობს კამილა მორონეს ხვდება.

ვარსკვლავური წყვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთად პირველად გამოჩნდა ერთად. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ კამილა თვითიზოლაციაში მარტო იმყოფებოდა, რის გამოც უცხოური ტაბლოიდები ავრცელებდნენ სავარაუდო ინფორმაციას, რომ წყვილი შესაძლოა ერთად აღარ იმყოფებოდა. გამოცემების ვარაუდები მართალი არ აღმოჩნდა, როგორც ჩანს დასასვენებლად მყოფი ბედნიერი ვარსკვლავური წყვილი შესანიშნავად ერთობა.

გასულ დღეს ლეონარდომ დღე მალიბუს დანაპიროზე დედ-მამასთან და მეგობარ გოგონასთან ერთად გაატარა.