თეთრი სახლი: პუტინმა და რუსეთის მთავრობამ კიბდერთავდასხმების შეჩერებასა და პრევენციაში შესაბამისი როლი უნდა ითამაშონ

თეთრი სახლი: პუტინმა და რუსეთის მთავრობამ კიბდერთავდასხმების შეჩერებასა და პრევენციაში შესაბამისი როლი უნდა ითამაშონ

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პუტინმა და რუსეთის მთავრობამ კიბდერთავდასხმების შეჩერებასა და პრევენციაში შესაბამისი როლი უნდა ითამაშონ.

„ველით, რომ კიბერთავდასხმების თემა ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომელსაც პრეზიდენტი პუტინთან ერთად სამიტზე განიხილავს. პრეზიდენტი ბაიდენი, რა თქმა უნდა, მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის მთავრობას ამ თავდასხმების შეჩერება და პრევენცია ეკისრებათ“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ხორცის გადამამუშავების უდიდესმა ამერიკულმა კომპანია JBS-მა აშშ-ის მთავრობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან კრიმინალური ორგანიზაცია დგას, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული.