დართ ვეიდერის სახლი $4,3 მილიონად იყიდება

დართ ვეიდერის სახლი $4,3 მილიონად იყიდება

ტეხასში ვარსკვლავური ომების გულშემატკივრების საოცნებო სახლი იყიდება. "დართ ვეიდერის სახლი", რომელმაც აღნიშნული მეტსახელი სერიის ანტაგონისტის, დართ ვეიდერის საკულტო ჩაფხუტთან მსგავსების გამო მიიღო, $4,3 მილიონადაა შეფასებული.

ჰიუსტონში მდებარე სახლის ფართობი 6502 მ-ია და 4 საძინებელს, 5 საპირფარეშოსა და ავტოფარეხს მოიცავს. სახლი 1992 წელსაა აშენებული.

სახლის თანამედროვე ინტერიერი აუცილებლად მოგხიბლავთ და დართ ვეიდერის ხომალდის მოწყობასაც მოგანდომებთ. ორ უზარმაზარ კიბეზე საქმიანად სიარული კი თავს ნამდვილად დართ ვეიდერად გაგრძნობინებთ.