გერმანელმა მომღერალმა და ბენდი Rammstein-ის სოლისტმა, ტილ ლინდემანმა, ახალი სოლო სიმღერა, Ich hasse Kinder ("მე მძულს ბავშვები") გამოუშვა. სიმღერის პრემიერა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზე 1-ლ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, შედგა.
1-ლ ივნისს გაიმართა სიმღერაზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერაც, რომლის რეჟისორი სერგეი გრეია. მოსკოვში გადაღებულ ვიდეოში საბჭოთა სიმბოლიკა, "პიონერის ფორმაში" გამოწყობილი სკოლის მოსწავლეები, წითელი მოედანი და ლენინის ბიუსტიც ჩანს.
სიმღერას სოციალურ მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი მსმენელის აზრით, მუსიკალური ნამუშევარი საზოგადოების, განსაკუთრებით, მშობლების ერთგვარი კრიტიკაა. ვიდეოში ნაჩვენები კადრები კი სკოლაში ბულინგზეც ამახვილებს ყურადღებას.
ამ დროს ჩნდება კითხვათა კითხვა:
"ვინმეს შეუძლია და უნდა დაარტყას ბავშვებს?"
არა, მე მიყვარს ისინი.
დიახ, მე მიყვარს ისინი.
ყველა ბავშვი, დიდიც და პატარა.
თუმცა, ისინი ჩემები უნდა იყვნენ".
მას შემდეგ, რაც შვედ მუსიკოსთან, პეტერ ტეგტგრენთან, ერთად ჩამოყალიბებული პროექტი, Lindemann, ამ უკანასკნელმა დატოვა, ლინდემანი მას დამოუკიდებლად განაგრძობს. გერმანელმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ რუსულენოვანი სიმღერა, Lubimiy Gorod ("საყვარელი ქალაქი") გამოუშვა.
ლინდემანი ასევე არის პოპულარული გერმანული მუსიკალური ჯგუფის Rammstein-ის სოლისტი. 1994 წელს დაფუძნებულ ბენდს მსოფლიოში 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, ხუთ სტუდიურ ალბომს კი მიღებული აქვს პლატინის სტატუსი.