გუშინ იტალიურ და უკრაინულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონიდან, კლუბი „მილანის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კარიერას დონეცკის „შახტარში“ გააგრძელებს.
უკრაინული გუნდის თავკაცს, რუმინელ მირჩუ ლუჩესკუს კონტრაქტი რამდენიმე თვეში უსრულდება.
დღეს დილით, გამოცემამ „Football Italia” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ ორი დღის წინ, მილანის „ინტერის“ მფლობელი მასიმო მორატი რუმინელს პირადად დაუკავშირდა და მომავალ სეზონში გუნდის დამრიგებლის თანამდებობა შესთავაზა.
ორი კვირის წინ იტალიურმა მას-მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ანდრე სტრამაჩონის ადგილს პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ დაიკავებდა. ბატონი ლუიში ამჟამად „ინტერის“ დირექტორატში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებს.
„ინტერის“ გულშემატკივრებს სტრამაჩონის თანამდებობაზე ლუიშ ფიგუს კანდიდატურა სურთ, მაგრამ მასიმო მორატიმ, სამწვრთნელო საქმეში გამოუცდელ პორტუგალიელს მაინც მირჩა ლუჩესკუს კანდიდატურა არჩია.