ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი“, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურების განხორციელებისას, სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, კონტრაფაქციული, 8 459 ლარის ღირებულების საქონელი გამოავლინეს.
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ", საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონელი შეჩერებას დაექვემდებარა და მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე განადგურებას დაექვემდებარა.