ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა გამოცემამ „Star Tribune” საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და „ჯანმრთელი ცხოვრების წესის“ მიმდევარი ცნობილი თანამემამულეების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
“ჯანმრთელი ცხოვრების წესის” დედოფლად, ტელეწამყვანი ოფრა უინფრი აღიარეს. მას გამოკითხულთა 47 პროცენტმა მისცა ხმა.
მეორე მსახიობი რობერტ რედფორდფი აღმოჩნდა, მესამე ლეონარდო დი კაპრიო, მეოთხე კი სიუზან სარანდონი.
გამოცემამ „გამარჯვებული“ კიდევ ორ „ნომინაციაში“ გამოაქვეყნა.
ირლანდიური ჯგუფი “U2”-ის ლიდერმა ბონომ პირველი ადგილი დაიკავა იმ ცნობილ ადამიანთა რეიტინგში, ვინც შიდსის წინააღმდეგ იბრძვის.
მსახიობი ჯულია რობერტსი პირველ ადგილზე გავიდა იმ ვარსკვლავთა შორის, ვინც არ ეკარება საკვებ დანამატებს და არ იკეთებს პლასტიკურ ოპერაციებს.