ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფოთის გეზში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. 
საქართველოს მოქალაქის გ.ჟ-ს კუთვნილ ტვირთს, მებაჟე ოფიცრების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ეჭვის  საფუძველზე,  კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.
უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ საქონელთან ერთად, 48 400 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული პროდუქცია  გამოვლინდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.