ბლინკენი ლავროვს: თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს, აშშ ამას უპასუხებს ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვი 

ბლინკენი ლავროვს: თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს, აშშ ამას უპასუხებს ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვი 

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებმა კომენტარი გააკეთეს მედიის წარმომადგენლებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს.

„თუ რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს ამერიკის, ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ, ჩვენ ამას ვუპასუხებთ. აშშ ამას გააკეთებს არა ესკალაციისთვის, არამედ აშშ-ის ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-მა და რუსეთმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ იმოქმედონ ორმხრივ ურთიერთობებში.

„თუ სწორად მესმის ჩვენი პრეზიდენტების სატელეფონო საუბრები, ისინი თანხმდებიან, რომ უნდა ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და სადაც პოზიტიური შედეგის მიღება შეგვიძლია“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.