ნატოს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა, - განაცხადა „ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენლმა, ლუკ კოფიმ.
„წევრები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ყოყმანობენ, MAP-ის საკითხს იყენებენ როგორც პროგრესის დაბლოკვის საშუალებას. მხოლოდ რუსეთი იღებს სარგებელს ამ იმედგაცრუებით, რომელიც MAP-ზე მიმდინარე დებატების შედეგად შეიქმნა. ნატოს თითოეული სამიტი, რომელზეც საქართველო MAP-ის გარეშე რჩება, რუსეთის პროპაგანდისთვის გამარჯვებაა“, - დაწერა ლუკ კოფიმ Twitter-ზე.
ლუკ კოფიმ აღნიშნა, რომ დროა შეიცვალოს MAP-ის როლი საქართველოს ნატოსკენ მისწრაფების გზაზე.
„შემდეგ სამიტზე ნატომ თავის დეკლარაციაში უნდა გამოტოვოს ფრაზა „MAP-ი, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი“. ეს საშუალებას მისცემს ალიანსს ნამდვილი დებატები გამართოს საქართველოსთვის MAP-ის გამოყენებისა და როლის შესახებ“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.