თენგიზ ცერცვაძე: თუ ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს

თენგიზ ცერცვაძე: თუ ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს

ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 21 მაისს ამოქმედდება.

საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 4 მაისს ქვეყანაში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.