გიორგი ვოლსკი: ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია დაკარგეს და არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან

გიორგი ვოლსკი: ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია დაკარგეს და არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან

სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მელიას ციხეში გადაეხადა თუ არა გირაო, გამოსულიყო თუ არა ციხიდან. მაგრამ მისგან გმირი და პოლიტიკური ტანჯული ვერ აქცია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ციხის შიში ადამიანებმა დაკარგეს უკვე დიდი ხანია და არა მელიას გამო, იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან როგრც ეს მისი მმართველობის პერიოდში იყო და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო მელიაც და ძალიან ბევრი პოლიტიკოსიც, რომელიც ახლა ტელეეკრანიდან ჭკუას გვასწავლის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს ნიკა მელიას თანამებრძოლობით. „აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.