ალუდა ღუდუშაური: „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად აღარ არსებობს და შესაბამისად, ვერც შარლ მიშელის დოკუმენტს გაემიჯნება

ალუდა ღუდუშაური: „ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად აღარ არსებობს და შესაბამისად, ვერც შარლ მიშელის დოკუმენტს გაემიჯნება

„ევროპული საქართველო“ პრაქტიკულად აღარ არსებობს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

„შესაბამისად, რაც აღარ არსებობს, ის შარლ მიშელის დოკუმენტს ვერ გაემიჯნება. ეს პარტია უკვე ყველასგან და ყველაფერისგან გაიმიჯნა“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.