50 წლის ნაომი კემპბელი დედა გახდა

50 წლის ნაომი კემპბელი დედა გახდა

50 წლის ბრიტანელი მოდელი ნაომი კემპბელი დედა გახდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მას ქალიშვილი გაუჩნდა. კემპბელმა შვილის ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

„ვამაყობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მშვენიერი სული გაჩნდა. მსოფლიოში ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს“, - დაწერა მოდელმა.

გოგო, რომლის სახელიც ჯერ უცნობია, კემპბელის პირველი შვილია. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

2017 წელს ინტერვიუში კემპბელმა აღნიშნა, რომ დედობა სურდა. „ბავშვების ყოლაზე მუდამ ვფიქრობ. მაგრამ ახლა მეცნიერება საშუალებას მაძლევს ეს მაშინ გავაკეთო, როცა მომინდება“, - განაცხადა მაშინ მოდელმა.