ივანე ჩხაიძე: მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ, სავარაუდოდ, გადაიარა

ივანე ჩხაიძე: მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ, სავარაუდოდ, გადაიარა

სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა – თქვა იმედთან იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. 

"დღეში 1 500 ინფიცირებული ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ისევ ჩვენთანაა, არ გამქრალა, ეს რიცხვი საქართველოსთვის ძალიან დიდია. სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 ათასი ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, ვფიქრობ, ეს არასწორია.

ამიტომ, ჩვენ ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია, რომ მომდევნო კვირას სინოვაკით ვაქცინაცია დაიწყოს. სინოვაკის ვაქცინას უსაფრთხოების პროფილი ძალიან მაღალი აქვს. დღეისთვის დაფიქსირებული არ არის სინოვაკის აცრის შემდგომი არცერთი გართულება, ეს ვაქცინა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მაღალეფექტური." – აცხადებს ჩხაიძე.