ცნობილი ხდება რის გამო ჩაცხრილეს არძინბას ძმისშვილი თავად აფხაზებმა -

ცნობილი ხდება რის გამო ჩაცხრილეს არძინბას ძმისშვილი თავად აფხაზებმა - "ისეთი დაცული ჰქონდა სახლი, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა, მაგრამ..."

სო­ხუმ­ში, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ძმის­შვი­ლი, ქე­მალ არ­ძინ­ბა მოკ­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ის მძი­მედ დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

აფხა­ზეთ­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ქე­მალ არ­ძინ­ბა ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტი­რი­რე­ტი იყო, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­საც ფლობ­და. ქე­მალ არ­ძინ­ბას სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე კრი­მი­ნა­ლუ­რი ინ­ცი­დენ­ტი, მათ შო­რის, სო­ხუ­მის ცენ­ტრში, რეს­ტო­რან სან რე­მო­ში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ორი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ას­ტა­მურ შამ­ბა­სა და ალ­ხას ავი­ძ­ბას საქ­მე. მა­შინ ბრმა ტყვი­ამ იმ­სხერ­პლა მიმ­ტა­ნი გო­გო­ნა დო­მი­ნი­კა აკირ­თა­ვა.

ცნო­ბის­თვის, ავი­ძ­ბა და შამ­ბა აფხა­ზე­თის ე.წ. მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქრუ­დის რაულ ბარცბას, იგი­ვე პი­ზას საყ­რდე­ნე­ბი იყ­ვნენ, ახლა აფხა­ზეთ­ში ვა­რა­უ­დო­ე­ბენ, რომ არ­ძინ­ბას ნა­თე­სავს ბარცბამ ქვე­შევ­რდო­მე­ბის მო­შო­რე­ბა არ აპა­ტია. მა­შინ ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ მოკ­ლუ­ლი "კრი­მი­ნა­ლე­ბის" ახ­ლობ­ლე­ბი არ­ძინ­ბას ეძებ­დნენ. თუმ­ცა, მან ერთი ვერ­სი­ით, აფხა­ზე­თი და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ახლა კი, რო­გორც ირ­კვე­ვა, ისევ რე­გი­ონ­ში დაბ­რუნ­და. kavkazr.com-ის ცნო­ბით, ის სა­კუ­თარ სახ­ლში სნა­ი­პე­რის ტყვი­ამ მოკ­ლა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, არ­ძინ­ბა უმ­ცროსს, მარ­თა­ლია ე.წ. ქურ­დის სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და, მაგ­რამ "კრი­მინ­ლურ სამ­ყა­რო­ში" გავ­ლე­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

სოხუმის შესასვლელი გადაკეტილია, გაჩერებულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა და ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ.

ადგილობრივებნი მომხდარს კრიმინალურ გარჩევას უკავშირებენ. ყვებიან, რომ მთავარი საკითხი ბიზნეს-ინტერესების გადანაწილეებაა.

სოხუმის ცენტრში შეკრებილები არიან არძინბას მომხრეები და აფხაზი მეომრები, რომლებიც მომხდარს პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ და, 19 მაისს, დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსვლასაც აპირებენ.

ამბობენ, რომ ქემალ არძინბა ბოლო 5 თვეა, აფხაზებს გაერთიანებისკენ, მეომრებს კი თანადგომისკენ მოუწოდებდა.

მომ­ხდარ ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ეს არის წლე­ბის წინ და­წყე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამით არ დას­რულ­დე­ბა:

"პი­ზას ხელ­წე­რაა... კარ­გა ხანს რუ­სეთ­ში იყო ქე­მა­ლი. ალ­ბათ ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლია. ისე­თი და­ცუ­ლი ჰქონ­და სახ­ლი, ჩიტი ვერ გა­დაფ­რინ­დე­ბო­და. მაგ­რამ პი­ზას სა­ცე­ცებს ვერ და­ე­მა­ლა. აღარ მინ­და აქ ცხოვ­რე­ბა. უკან­მო­უ­ხე­და­ვად წა­ვი­დო­დი, მაგ­რამ სად წა­ვი­დე? არ ჯობ­და, რა­ღაც და­ეთ­მო იმ კრი­მი­ნა­ლე­ბის­თვის, ისი­ნიც ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, ის სა­წყა­ლი გო­გო­ნაც და თა­ვა­დაც. მა­ინც ერ­თე­უ­ლე­ბი მდიდ­რდე­ბი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში"- წერს ად­გი­ობ­რივი რაულ ჭი­ა­თა­ვა.