ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ქართული მედია სტანდარტია, როცა:
- ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ტერორისტის მხარეს ხარ;
- მძევლების გათავისუფლების პოლიციური ღონისძიებების დროს, ყაჩაღის მხარეს;
- შიდა მწვავე სიტუაციების დროს, კონფლიქტის გაღვივებისკენ;
- ვალუტის რყევების დროს, კიდევ მეტი პანიკის დათესვისკენ;
- მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების ან ეპიდემიების დროს, მოსახლეობის უფრო მეტად დათრგუნვისკენ;
- კრიმინალის გაშუქებისას, კრიმინალის წახალისებისკენ;
- სახელმწიფოებრივი, ტერიტორიული პრობლემების დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ...
მთავარია დააზიანო ხელისუფლება, თუნდაც ქვეყნის თავზე დამხობის ფასად, სახელმწიფო ინტერესები, ადამიანთა დანგრეული ფსიქიკა მეცცრეხარისხოვანია...
გააკრიტიკებ და აკაცმაცუნდებიან...
კოლეგების გასაგონადაც. როცა შიდა პრობლემებზე უცხოური მედიისთვის საუბრობთ, ცოტათი გაფილტრეთ...
ჩემს ძველ ინტერვიუებს გადავხედე, აგვისტოს ომამდელს. დავდებ ზოგიერთს, შესახსენებლად. თუ მაშინ ვიყავი მწვავე, ახლა რატომ უნდა შემცვლოდა მათ მიმართ პოზიცია?! მედიებს რომ მოვაწონო თავი?
მედია აქტივობას რა შეეხება. დააკვირდით, როდის მნახეთ ბოლოს სახელმწიფო არხზე, რომელსაც საზოგადოებრივი არხი ქვია, საინფორმაციო გამოშვებებში? ბოლო 2-3 წლის მანძილზე ვერ მიპოვით. რამდენჯერ შემცირდა ჩემი ინტერვიუები ქრონიკაში 2021 წელს 2020-თან და მით უმეტეს 2018-19 წლებთან შედარებით? რამდენად ხშირად ვარ რ2-ზე მესაკუთრის შეცვლის შემდეგ? მანამდე ხომ 2 წელი ტაბუ იყო?! იგივე ეხება სხვა, არაავადსახსენებელ არხებს. რატომ? იმიტომ რომ მედიაც პოლიტიკური ნიშნითაა გაყოფილი.
არ ვამბობ, რომ მე უნდა მიმიწვიონ ხოლმე აუცილებლად, რომ ჩემი მოსაზრებები სხვაზე მეტი ჭეშმარიტებაა. უბრალოდ ვწერ, ანალიზისთვის, ზოგიერთთა ტვინის უჯრედების შესანჯღრევად. თორემ, მე რომ არ მჭირდება ინტერვიუები, უამრავი ჟურნალისტისთვის მაქვს ნათქვამი. მედიებს სჭირდებათ, მათი სიუჟეტების შესავსებად და სიუჟეტების პოზიციების დასადასტურებლად.
ჩემს სათქმელს აქაც ვწერ”.