სულ ცოტა ხნის წინ, პრინცი ჰარი კიდევ ერთი სკანდალის ინიციატორი გახდა, რისი მიზეზიც Dax Shepard-ის პოდკასტში სამეფო ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარებია.
ამჯერად პრინცმა ჰარიმ პარალელი არც მეტი, არც ნაკლები- ზოოპარკთან გაავლო.
“ეს (სამეფო ოჯახში ცხოვრება) The Truman Show-სა და ზოოპარკში ცხოვრების ერგვარი მიქსია,”- აღნიშნა მან.
კომენტარს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არც სამეფო ოჯახისთვის დარჩენილა უყურადღებოდ. სწორედ ამიტომ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ფიქსირდება, მეგანსა და ჰარის ოჯახის წევრები ტიტულების დაბრუნებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.