ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ ინდოეთის დასახმარებლად $1 მილიონი შეაგროვეს

ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ ინდოეთის დასახმარებლად $1 მილიონი შეაგროვეს

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ინდოეთის დასახმარებლად ნიკ ჯონასმა და პრიანკა ჩოპრამ $1 მილიონი შეაგროვეს. ამ მიზნით პრიანკა ჩოპრა ჯონასის ფონდი და Give India გაერთიანდნენ. ჟანგბადის ნიღბები, ვაქცინაცია, კოვიდტესტირების ცენტრები — კრიზისის წინაშე მყოფი ინდოეთისთვის თანხა 14 ათასზე მეტმა შემომწირველმა გაიღო.

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. მსოფლიოს მასშტაბით 14 ათასზე მეტი შემომწირველის საერთო ძალებით ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და ინდოეთში COVID-19-ის მიმდინარე კრიზისის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მხარდასაჭერად $1 მილიონი შევაგროვეთ, — წერს ნიკ ჯონასი ტვიტერზე.

წყვილმა განაცხადა, რომ შემომწირველების აქტიურობის ფონზე, ეცდებიან, ამჯერად თანხა $3 მილიონამდე გაზარდონ.

პანდემიის მეორე ტალღა ინდოეთისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. 2021 წლის 11 მაისს კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი — 4 205 დაფიქსირდა.