ავსტრალიის დედაქალაქი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. დაბინძურების დაბალი მაჩვენებლების შედეგად კანბერა რეიტინგის ლიდერია. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანულმა ორგანიზაცია Uswitch-მა მოამზადა.
ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კანბერას მოსახლეობა ელექტროენერგიის 48%-ს ქარის სადგურებისგან იღებს. ამავდროულად განვითარებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ნაკლები კერძო ავტომობილი მოძრაობს.
ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ სამეულშია მადრიდი (ესპანეთი), ბრისბენი ( ავსტრალია).