ამერიკელი მომღერალი არიანა გრანდე უძრავი ქონების აგენტზე დალტონ გომესზე დაქორწინდა. ამის შესახებ TMZ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, საქორწინო ცერემონია კალიფორნიაში, მსახიობის მშობლიურ ქალაქ მონტესიტოში შედგა. ცერემონიას მხოლოდ ნათესავები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, სულ 20 ადამიანი.
2020 წლის დეკემბერში მომღერლის ნიშნობის შესახებ გახდა ცნობილი.