ჰონგ-კონგში 96 წლის დიჯეიმ რეი კორდეირომ თავისი უკანასკნელი რადიო გადაცემა ჩაატარა და პენსიაზე გავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კორდეირო რადიომაუწყებლობაში 72 წელი მუშაობდა. 2000 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ხანგრძლივი კარიერის მქონე რადიოწამყვანი.
ბოლო ეთერის დროს მან მსმენელებს მადლობა გადაუხადა. მისი გადაცემა ჰონგ-კონგის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 1970 წლიდან გადიოდა.