რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო დაფინანსება ძალადობის მსხვერპლად ქცეული სახედრებისთვის საცხოვრებლის მოსაწყობად.
ამ დახმარების ფონდში ალბათ ქართველი გიგა ნასარიძეც მოხვდება.
რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „რუსთავი - 2“-ის ეთერში გადიოდა პოპულარული გადაცემა, რომლის მთავარი გმირიც „ვირი“, იგივე გიგა ნასარიძე გახლდათ.
როგორც გაირკვა, ჩვეულებრივი ვირუკელები გაცილებით ხშირად განიცდიან დამცირებასა და დაცინვას თავიანთი პატრონებისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველები.
ცნობილი გახდა, რომ ისრაელში უკვე 30-ზე მეტი „განაწყენებული“ სახედარი გადის ინტენსიური თერაპიის კურსს, ბუნების, დაცვისა და სასოფლო-სამეურნეო უწყების საჩიხეებში.
კულუარული ინფორმაციით, ისრაელში მკურნალობის სრული კურსის გასავლელად „ვირუკელა“ ანუ ბატონი გიგა ნასარიძეც იმყოფება. მისი გამოჯანსაღების სრული პროგრამის დაფინანსებას ისრაელის სახელმწიფო გამოყოფს.