ცხოვრება სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად მიდის. ხან ჩქარი მატარებლივით მიფრინავს, ხან კი მიზოზინებს.
როგორც ჩანს, ჩვენი შინაგანი ქრონომეტრის მუშაობაზე განსხვავებული ფაქტორები სხვადასხვა გავლენას ახდენს.
საათის ისრები ქალისთვის და მამაკაცისთვის განსხვავებულად მოძრაობს.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში წუთებს ზუსტად და სწორად აღიქვამენ, მაშინ, როცა ემოციური ქალები შეიძლება შეცდნენ.
დროის აღქმა დამოკიდებულია ასაკზე. გაიხსენეთ თავი ხუთი წლის ასაკში. როგორი უსასრულო იყო მაშინ დღე. ჯერ გრძელი დილა, შემდეგ დამღლელი ჯდომა, მერე ხანგრძლივი წყნარი საათი...
რაც დრო გადის, საათებსა და წუთებს უფრო ზუსტად შევიგრძნობთ. დროის სწორად შეფასებასა და ვერშეფასებაზე გავლენას ახდენს პულსის სიხშირე და სუნთქვა.
დამტკიცებულია: „ადამიანისთვის, რომელსაც შენელებული გულის რიტმისა და სუნთქვის ნელი ტემპისკენ აქვს მიდრეკილება, დრო ნელა გადის, ხოლო მათთვის, ვისაც გახშირებული გულის რიტმი და უფრო ინტენსიური სუნთქვა აქვს - ჩქარა.
და ბოლოს, ანგარიში არ შეიძლება არ გავუწიოთ საკუთარ ბიოლოგიურ საათს.
ტოროლები ოპტიმისტები, საქმიანები არიან და დროსაც ასევე აქტიურად, ნათლად და დატვირთულად აღიქვამენ.
შფოთიანები და მოუსვენარი ბუები უფრო ზანტები გახლავთ და როგორც წესი, დროის შეგრძნებაც მათში შესატყვისია.“