ცნობილმა მოდელებმა 2021 წელს არჩევანი წითელ ტუჩსაცხზე გააკეთეს და პარფიუმის ეს ფერი ტრენდული გახდა. ამის შესახებ Independent წერს.
გამოცემის ცნობით, წელს მოდელები პოდიუმსა და რეკლამებში წითელი ტუჩსაცხით გამოჩდნენ. მაგალითად Balmain-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე ვიზაჟისტებმა ძირითადად წითელი ფერი გამოიყენეს. ასეთივე „მეიქაფი“ აირჩიეს Hermes-ის ჩვენებაზე. მუქ ალუბლისფერზე შეაჩერეს არჩევანი მოდელბმა Rodarte-სა და Valentino-ს ტანსაცმლის ჩვენებაზე.
ბრიტანელი ვიზაჟისტი საშა ჯექსონი მიიჩნევს, რომ წითელი ტუჩსაცხი ტრენდულია, რადგან ეს ფერი ძალის სიმბოლოა. „როცა იყენებთ წითელ ტუჩსაცხს, გრძნობთ, რომ მსოფლიოს დაპყრობაც კი შეგიძლიათ, ამ დროს ყოველდღიური ტანსაცმელიც კი სადღესასწაულოა“, - აცხადებს ვიზაჟისტი.